"ოჯახური ძალადობა - ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები"
19 დეკემბერი, 2014
 "ოჯახური ძალადობა - ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ში დაიწყო ტრენინგი: "ოჯახური ძალადობა - ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები", რომელიც სამი დღე გაგრძლდება. პირველ დღეს ძალადობა ფსიქოლოგიურ ჭრილში „საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა’’ წარმომადგენლებმა გაგა გვენეტაძემ და ადა ბესელიამ განიხილეს, მომდევნო ორი დღე ძალადობის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ასპექტებს მოიცავს, ამის შესახებ იურისტები ისაუბრებენ. ტრენინგში მონაწილე სტუდენტები სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩნენ.

გაგა გვენეტაძის თქმით: „,,საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა’’ ასოციაცია არის ჩამოყალიბებული ორგანიზაცია და ემსახურება ზოგადად ფსიქოლოგიური ცოდნის ამაღლებას ფსიქოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებში, ჩვენ ვცდილობთ, რომ სამოქალაქო ცნობიერება ავამაღლოთ გარკვეულ თემებზე, რომლებიც არის სენსიტიური და აქტუალური დღეს, საქართველოში. პირველი ღონისძიება, რაც გავაკეთეთ, ეს იყო შშმ პირებზე საჯარო ლექცია, მეორე სენსიტიური თემა ეს არის, ოჯახში ძალადობა და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ტრენინგი ერთობლივად იურისტებთან ერთად, გვესაუბრა ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე.

ტრენინგის მონაწილე სტუდენტმა ანუკა ბურდულმა აღნიშნა: „მონაწილეობა გადავწყვიტე, რადგან მაინტერესებდა ახალი რა შეიძლებოდა გამეგო ამ ტრენინგიდან, თემა მნიშვნელოვანია და ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვა მივიჩნიე, რომ საინტერესო იქნებოდა, დღევანდელ დღეს პრობლემას უფრო მიმოხილვითი ხასიათი ჰქონდა, რადგან ეს თემა ბევრ ასპექტს მოიცავს და სიღემისეულ განხილვას დიდი დრო სჭირდება, თუმცა მაინც საინტერესო იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანის აზრი ოჯახურ ძალადობაზე“.

ტრენინგი 21 დეკემბერს დასრულდება და მასში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary