პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობა
20 დეკემბერი, 2014
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„თბილისი მარიოტში“ „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ორგანიზატორი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იყო. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები და პროფესიულ სტანდარტებსა და პროგრამებზე მომუშავე ფასილიტატორები დაესწრნენ.

ღონისძიება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ელენე ჯიბლაძემ გახსნა. „ეს არის საკმაოდ ამბიციური პროგრამა და მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და რელევანტურობის ზრდას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პროფესიული განათლების პროგრამები მოდიოდნენ შესაბამისობაში დასაქმების ბაზართან, სწორედ ამისთვის, პროგრამების შემუშავებისას დამსაქმებლებიც ჩავრთეთ“.
დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ანგარიში ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარუდგინა.

საქართველოს ბიზნესაკადემიის რექტორმა კახაბერ ერაძემ ხაზი გაუსვა მოდულური პროგრამების მნიშვნელობას საგანმანათლებლო სისტემის მოქნილობისა და რელევანტურობის ასამაღლებლად: „პროექტი უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. რაც მთავარია, ძალიან იშვიათია პროექტები, რომლებიც ყველა მხარისათვის არის ერთნაირად მისაღები და სასარგებლო. პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია, რადგან პროგრამები მთლიანად მორგებულია დამსაქმებლის საჭიროებაზე. შესაბამისად, ჩვენ ველით პოზიტიურ ეფექტს“.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რადგან ყველასთვის კარგად არის ცნობილი სახელმწიფოს მიდგომა პროფესიული განათლების მიმართ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში საშუალო და უმაღლეს განათლებას შორის მოქცეული ეს რგოლი უყურადღებოდ დარჩა. მნიშვნელოვანია ამ რგოლის განვითარებაც, რათა მოერგოს თანამედროვე მოთხოვნებსა და მიდგომებს“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary