საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს QA ტრენინგ ცენტრის წარმომადგენელი შეხვდა.
ავტორი მარიამ ცომაია
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს QA ტრენინგ ცენტრის წარმომადგენელი შეხვდა. ის სტუდენტებს ცენტრის სასწავლო-გადასამზადებელი კურსების შესახებ ესაუბრა. ლექცია საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა დიალოგის რეჟიმში და სტუდენტებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრისა და მისი პროგრამების შესახებ. თუმცა, შეხვედრას სტუდენტების მცირე რაოდენობა ესწრებოდა.
QA ცენტრი სტუდენტებს სიახლეებს სთავაზობს. ის ჩაერთო სტუდენტური ბარათით ფასდაკლებით სარგებლობის პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, სტუდენტური ბარათის მეშვეობით სასწავლო ცენტრში ისარგებლოს ფასდაკლებით.
QA ცენტრი განაგრძობს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საკუთარი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.