ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყო
27 ივნისი, 2013
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
14 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყო. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
12 ქალაქის 18 საგამოცდო ცენტრში პირველი გამოცდის პირველი სესიისთვის რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაიწყო. პირველ და მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 20 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, გამოცდების პროცესი ამ ეტაპზე მშვიდად მიმდინარეობს. წელს 42 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აბიტურიენტთა შორის 7 მსჯავრდებულია და 1 უსინათლო, რომლისთვისაც სპეციალურად ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა საგამოცდო ტესტები. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, წელს აბიტურიენტთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. "წინა წლებში საშუალოდ 35 ათასი აბიტურიენტი რეგისტრირდებოდა, წელს კი - 42 ათასმა მათგანმა გაიარა რეგისტრაცია, ეს ნდობის ხარისხის მატებაზე მიუთითებს და უფასო ფაკულტეტების დამსახურებაა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ აბიტურიენტებს. გარდა ამისა, წელს 600-მდე შეზღუდული შესაძლებლობის პირი აბარებს გამოცდებს, ჩვენ ნელ-ნელა ვზრდით სეგმენტებს უნარშეზღუდულთა ჩართულობისა" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, ყველა საგამოცდო სექტორი აღჭურვილია ვიდეოთვალით, შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი და უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული.

ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა იმორიგევებს, წესრიგს კი საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.

საგამოცდო ცენტრამდე ტესტები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიაქვთ პოლიციის სამმართველოებიდან. საგამოცდო ტესტები საქართველოში 18 ივნისს ჩამოვიდა, რომლებიც კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია "სტივენ ოსტინმა" დაბეჭდა.

საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. მას სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary