"შემოდი ჩემს სამყაროში"
21 დეკემბერი, 2014
"შემოდი ჩემს სამყაროში" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში საქართველოს უნივერსიტეტთან არსებულმა კლუბმა "პოეზია ყველასათვის" გამართა საქველმოქმედო საღამო "შემოდი ჩემს სამყაროში".

ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება აუტიზმით დაავადებული ბავშვებისათვის სპეციალური სასწავლო მასალის მომზადებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყოველი 88 ბავშვიდან ერთი აუტისტია, დღემდე არ არსებობს მეთოდური სასწავლო ქართულენოვანი მასალა. ეს საღამო კი წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება მიიჩნიოს აუტისტი ბავშვების ინტეგრაციისათვის. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები და მომღერლები: მარიამ კოტრიკაძე, ჯგუფი "მანდილი", ჯგუფი "ზღვარი", თორნიკე ნაროზაული, ირაკლი დეისაძე, ოთარ ფალიანი და ა.შ. 

როგორც საღამოს ორგანიზატორმა თამარ გუნდაძემ აღნიშნა, "ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩეული პროფესიით ვიცხოვრებთ, მაგრამ ხელოვნებით ვიცოცხლებთ, იგი არის ჩვენი სულის საზრდო, ბედნიერები ვართ, რომ ადამიანების გრძნობებს ვაკავშირებთ უხილავი ძაფებით და ვქმნით საერთო სიკეთეს. თუ აუტისტი ბავშვები ვერ შეძლებენ ჩვენს გაგებას, ჩვენ შევიდეთ მათ სამყაროში".

მომღერალ მარიამ კოტრიკაძის თქმით: "ხშირად ვღებულობ ასეთ კეთილ საქმეში მონაწილეობას, ეს გუნდი არაერთ საქველმოქმედო საღამოს მართავს და მეც არასდროს ვეუბნები მათ უარს თანადგომაზე, სიმღერა ჩემთვის ყევლაფერია და თუ ჩემი საყვარელი საქმით შემიძლია სხვებს დავეხმარო, ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary