ლევან ბერძენიშვილმა ისაუბრა სიტყვის თავისუფლებაზე; სიძულვილის ენაზე.
ერთ-ერთმა მსმენელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, ქეთევან სამხარაძემ აღნიშნა: "ჩემი მომავალი პროფესიიდან და პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე საკმაოდ ხშირად დავდივარ ბატონი ლევანის საჯარო ლექციებზე და სიმართლე რომ გითხრათ, კმაყოფილიც ვარ. ვფიქრობ, ანტიკური ლიტერატურა აქტუალური იყო და არის ჩვენს დროში, რადგან ის წარმოადგენს ნიმუშს, ზოგადად, ლიტერატურის პირველი და უმაღლესი საფეხურისა. კლასიკაა და შესაბამისად, დროს უძლებს, ეს ბუნებრივია. ძალიან საინტერესოა, რადგან ის თემები, პრობლემები, საკითხები, რაც ჩანს და წამოჭრილია ანტიკურ ლიტერატურაში, შეესაბამება დღევანდეობას, ამდენად აქტუალურიცაა".
ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ქრისტინა ჩუბინიძის თქმით, მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა, ცდილობს, გამონახოს დრო და ყოველი კვირის ორშაბათ დღეს 19:00 საათზე საკუთარ თავს სწავლისა და დასვენების დრო მისცეს, უერთდება ერთგულ მსმენელთა რიცხვს და სიამოვნებით ისმენს ანტიკური ხანის ლიტერატურას.