სტუდენტები სტაჟირებას მუნიციპალიტეტებში გაივლიან
23 დეკემბერი, 2014
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ორგანიზაცია "მოქალაქის" ორგანიზატორობით ღია კარის დღე გაიმართა სახელწოდებით - "სტუდენტები თვითმმართველობისთვის".

კონკურსის შესარჩევი ეტაპის საბოლოო შედეგებით 53 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გუნდები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ახალციხის უმაღლესი სასწავლებლებიდან არიან. ღია კარის დღეზე გუნდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონკურსის მომდევნო ეტაპების შესახებ. სტუდენტების კითხვებს უპასუხეს "მოქალაქისა" და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. პროექტის მომდევნო ტურის დაწყებამდე გუნდები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს თვითმმართველობის საკითხებსა და კვლევის მეთოდოლოგიაში.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება და მესამე ეტაპში გამარჯვებული გუნდები მუნიციპალიტეტებში გაივლიან სტაჟირებას. დაახლოებით 15 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება და მათ ორი თვის ვადა ექნებათ მუნიციპალიტეტის ასარჩევად. 

ღონისძიება კითხვა-პასუხი რეჟიმში გაგრძელდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა წარმატებები უსურვა სტუდენტებს.

პროექტის მიზანია: ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში; თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა; პროექტით გათვალისწინებულია სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროების შესწავლა/ანალიზი და განვითარების გეგმის შემუშავება. 

შეხვედრაზე დარიგდა წიგნები სახელწოდებით - "რა არის თავისუფლება?"


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary