რისკი და წარმატება
23 დეკემბერი, 2014
რისკი და წარმატება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე ,,რისკი და წარმატება“ გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ლევან ბერძენიშვილი. ლექციაზე დასწრება თავისუფალი იყო და 150-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.

ლევან ბერძენიშვილი დამსწრე საზოგადოებას რისკისა და წარმატების სტრატეგიაზე ესაუბრა. საუბრის განმავლობაში წამოიჭრა რამდენიმე ახალი თემა. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მსმენელებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

ლექციით კმაყოფილები დარჩნენ სტუდენტებიც. როგორც დამსწრე ქეთევან სამხარაძემ გვითხრა, ხშირად ესწრება ლევან ბერძენიშვილის ლექციებს და ძალიან მოსწონს, ვინაიდან ყოველთვის იღებს იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც მას აქვს: ,,დღევანდელი ლექცია, ისევე როგორც მისი სხვა ლექციები, გამოირჩეოდა იმ არაჩვეულებრივი და ინტელექტუალურად დადებითი მუხტით, რაც ყოველთვის მოდის ბატონი ლევანისგან. მისი ლექციებიდან ყოველთვის აღფრთოვანებული გამოვდივარ და მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ორი საათის წინანდელი ,,მესგან'' ცოტათი მაინც გავსხვავდები, მისი ლექციები ცოდნას მაძლევს და ჩემთვის მთავარიც სწორედ ესაა, სხვა დანარჩენი ნაკლებ მნიშვნელოვანია“.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary