წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები თსსა–ში
24 დეკემბერი, 2014
წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები თსსა–ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში წარმომადგენლობით საბჭოში შემავალ სტუდენტთა არჩევნები ჩატარდა.

აკადემიაში არსებული 5 ფაკულტეტიდან 20 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან 10 მონაწილე უნდა აერჩიათ. ხმის მიცემა ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო. 

სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარე ირაკლი ქადეიშვილი ამ არჩევნების მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრა: "წარმომადგენლობით საბჭოში შემავალი სტუდენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. იგი მონაწილეობს აკადემიის აბსოლუტურად ყველა რგოლის მართვაში. გარდა ამისა, ისინი ორიენტირებული არიან სტუდენტთა უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბჭოში, რომელსაც ზოგ უნივერსიტეტში სენატს უწოდებენ, სტუდენტები და პროფესორები თითქმის თანაბარი რაოდენობით შედიან".

"სტუდენტების აქტიურობა, როგორც ჩვენთვის, ისე აკადემიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გამიხარდებოდა, უფრო მეტი სტუდენტი რომ მოვიდოდეს არჩევანის გასაკეთებლად. ჩვენ ვქმნით ჩვენს მომავალს" – აღნიშნა ერთ–ერთმა კანდიდატმა გიორგი ფაიდოშვილმა.

"გამოფენის დარბაზში შემოვედი. ამ არჩევნების შესახებაც შემთხვევით გავიგე. მონაწილეთა სახელები პირველად არ მესმის, თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება გააკეთონ მათ. ჩემი აზრით, ეს არჩევნები სრული აბსურდი და სისულელეა" – ასე შეაფასა დღევანდელი პროცესი სტუდენტმა გიორგი ჯანიაშვილმა.

შედეგები ხვალისთვის გახდება ცნობილი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary