გამოფენა „დანტეს საზოგადოებაში“
24 დეკემბერი, 2014
 გამოფენა  „დანტეს საზოგადოებაში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დანტე ალიგიერის საზოგადოებამ" 2014 წლის საშობაო გამოფენას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ,,დანტეს ხელოვნების სკოლის" მოსწავლეების ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები. აღნიშნული სკოლის მოსწავლეებმა იტალიური ლექსები და სიმღერები შეასრულეს. გამოფენის მიზანი აღსაზრდელებისთვის სტიმულის მიცემა და პოპულარიზაცია გახლდათ.

"ამ გამოფენისთვის მოსწავლეები სექტემბრიდან ემზადებოდნენ და ეს ძალიან ცოტა დროა ასეთი დონის გამოფენის მოასაწყობად. თუმცა, ძალიან კრეატიული და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და მართლაც ეს შეძლეს დიდი შრომის შედეგად. ნამდვილად ვამაყობ დღევანდელი დღით. ჩვენი ორგანიზაცია იტალიური კულტურის პროპაგანდას ეწევა. მთავარი ამოცანაა, აღსაზრდელებს გემოვნება ჩამოვუყალიბოთ" – გვითხრეს "დანტეს საზოგადოებაში".

"არც ისე დიდი ხანია, რაც აქ დავიწყე სწავლა. თუმცა, უკვე სტიპენდიანტი ვარ. აქაურობა ძალიან მომწონს. რაც შეეხება გამოფენას, ვფიქრობ, მოტივაციის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა. ის, რომ შენი ნახატი ვიღაცას მოსწონს და კომპლიმენტს გეუბნება, ძალიან მაბედნიერებს" – აღნიშნა ერთ–ერთმა მონაწილემ თამუნა ნებიერიძემ.

"გამოფენის შესახებ ინტერნეტიდან შევიტყვე. აქ არ ვსწავლობ, თუმცა, ამ სკოლაზე ბევრი მსმენია და ძალიან დავინტერესდი. ნანახმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით ნათელმა ფერებმა აღმაფრთოვანა, რაც არა მხოლოდ მათ ნიჭიერებაზე, არამედ ოპტიმიზმზე მეტყველებს. ძალიან დადებითად დავიმუხტე" – თქვა დამთვალიერებელმა ანა კაპანაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary