ტრენინგი ლგბტ საკითხებში მოქმედი და მომავალი ჟურნალისტებისათვის
25 დეკემბერი, 2014
ტრენინგი ლგბტ საკითხებში მოქმედი და მომავალი ჟურნალისტებისათვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"იდენტობამ" ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და მოქმედ ჟურნალისტებს ტრენინგი ჩაუტარა ლგბტ საკითხებში. ტრენინგში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტს ან მოქმედ ჟურნალისტს შეეძლო.

ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები და მოქმედი ჟურნალისტები, ასევე დაინტერესებული პირები რეგიონებიდან.
,,იდენტობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა შორენა გაბუნიამ აღნიშნა: ,,ჩვენ პერმანენტულად ვაწყობთ ამგვარ ტრენინგებს, რომლის გაგრძელებასაც მომავალში ვაპირებთ. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, როლისთვისაც რაიმე კუთხით საინტერესოა ამ სახის ცოდნის მიღება“.

,,დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო , ის ინფორმაცია, რაც მაინტერსებდა მივიღე ამომწურავად. მაგალითად, როგორიცაა ტერმინები, რა უნდა გამოვიყენოთ და რა არა, როდესაც ლგბტ საკითხზე ვმუშაობთ, რამდენად სტერეოტიპულია ქართული მედია. დღეის შემდეგ უფრო აქტიურად დავაკვირდები მედიას, თუ როგორ აშუქებენ ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებს. და რა თქმა უნდა მოხარული ვიქნები, თუ კიდევ გაგრძელდება მსგავსი ტრენინგები“– აღნიშნა გულიკო ფაცაციამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.

დასასრულს ტრენინგი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary