ახალგაზრდული ფორუმი
25 დეკემბერი, 2014
ახალგაზრდული ფორუმი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობით ჩატარდა ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით მე-6 ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდა 170-მდე ორგანიზაცია როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონული მასშტაბით.
ღონისძიება ითვალისწინებდა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგს, პანელურ დისკუსიასა და შენიშვნებს პოლიტიკის იმ დოკუმენტის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს წარედგინათ. ახალგაზრდებმა და პოლიტიკოსებმა 2 დღის განმავლობაში იმუშავეს კულტურის, ჯანდაცვის, განათლების სფეროების მნიშვნელოვან საკითხებზე. ფორუმს ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი ირაკლი ჟორჟოლიანი, ასევე "ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის" უფროსის მოადგილე ვახო ასანიძე.

როგორც ორგანიზაცია "მონიტორინგის საერთაშორისო ქსელის" წევრმა სოსო ლაფანაშვილმა აღნიშნა: "ეს ფორუმი ჩემთვის პირველია, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა, შევიძინე საქმიანი პარტნიორები და გავიცანი უცხოელი ახალგაზრდებიც".

"ახალგაზრდა თაობის" წევრის დავით დონერიანის თქმით: "ფორუმმა დიდი გამოცდილება შემძინა, ორგანიზაციის მიზნები გავაცანი სხვა ახალგაზრდებს და გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი სამომავლო მიზნისკენ. გვსურს ქართველი ახალგაზრდები მივიწვიოთ 2015 წლის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე, რომელიც ჩატარდება გაზაფზულზე კიევში და მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 15 ქვეყანა".

"ახალგაზრდული სივრცის" წევრმა მარიამ ბერძულმა აღნიშნა: "მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვანია, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობასა და განვითარებას. მნიშვნელოვანია ასევე გამოცდილება, ახალი კონტაქტები. ფორუმზე ჩვენ წარვადგინეთ პროექტი "მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ". მოხარული ვარ , რომ შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო ამ საინტერესო პროცესში".

როგორც ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვახტანგ ასანიძემ გვითხრა: "ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით მე-6 ფორუმი გამორჩეულია მონაწილეთა სიმრავლითა და აქტიურობით. ჩვენ ყოველწლიურად ვმართავთ მსგავს შეხვედრებს პარტნიორებთან ერთად. ამჯერად, მხარს გვიჭერს "მშვიდობისა და განვითარების აკადემია". ფორუმი საინტერესოა როგორც ახალგაზრდებისათვის, ასევე ჩვენთვისაც, რადგან მომავალ თაობას ერთგვარ ანგარიშს ვაბარებთ წლის ბოლოს, ვაცნობთ განხორციელებული პროექტების შესახებ, ვიწვევთ სამომავლო ღონისძიებებში, ამჯერად შევთავაზეთ ჩაერთონ 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაში. ისინი თავის მხრივ გვაცნობენ მათ იდეებს, ვიღებთ რეკომენდაციებს. თითქმის ყოველ წელს მათი რჩევების უმრავლესობას მხედველობაში ვიღებთ და პრაქტიკულად ვახორციელებთ, იმედია, ამ წლის იდეებიც საინტერესო იქნება და ჩვენ მათ მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary