შვედეთის მთავრობის სტიპენდიები სტუდენტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის
25 დეკემბერი, 2014
შვედეთის მთავრობის სტიპენდიები სტუდენტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა შვედეთის მთავრობის სტიპენდიების შესახებ.

"შვედეთის ინსტიტუტის" ვისბის რეგიონის სტიპენდია განკუთვნილია სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო პროგრამებისთვის. შეხვედრა საინტერესო იყო, როგორც ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის. ამასთან, არ ვრცელდება შეზღუდვა სპეციალობებზე.

,,დღევანდელი შეხვედრის მიზანია, სტუდენტებს გავაცნოთ ის შესაძლებლობა, რასაც შვედეთის მთავრობა სთავაზობს მათ საგანმანათლებლო სფეროში. მე მივეცი რჩევები სტუდენტებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეავსონ კარგი აპლიკაცია შვედეთში განათლების მისაღებად. როგორ ჯობია, დაგეგმონ განათლება საზღვარგარეთ" - განაცხადა ორგანიზაცია ,,შვედეთის ინსტიტუტის" წარმომადგენელმა.

,,შვედეთის ინსტიტუტი" არის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთდ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary