„students together“-ის მეორე სამუშაო შეხვედრა ილიაუნიში
27 ივნისი, 2013
„students together“-ის მეორე სამუშაო შეხვედრა ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ლიგამუსში" არასამთავრობო ორგანიზაცია "students together"-ის პროექტის "სტუდენტები გამჭვირვალობისთვის" ფარგლებში მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მეორე მხრივ კი - მხარი დაუჭიროს სტუდენტების გააქტიურებასა და მათ ჩართულობას უნივერსიტეტის მართვის პროცესში.

პროექტში ჩართულნი არიან სტუდენტები თბილისისა და რეგიონის უნივერსიტეტებიდან. მასში მონაწილეობას იღებენ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის ა. წერეთლის სახელობისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები.

შეხვედრის პირველ ნაწილში მოხდა პროექტის ხელმძღვანელი გუნდის მიერ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის სტუდენტებისთვის გაცნობა, რაზეც ისაუბრეს მომხსენებლებმა, "students together"-ის დამაარსებელმა, ნინო ნაკანმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიხეილ დვალიშვილმა და გიორგი სალუქვაძემ.

ღონისძიება ჩატარებული კვლევის შედეგების სტუდენტებისთვის გაცნობას მოიცავდა. კვლევები ეხებოდა უნივერსიტეტის სტრუქტურას, აკადემიური საბჭოს ფუნქციებს, წარმომადგენლობით საბჭოს, ასევე სტუდენტების დამოკიდებულებას ბიუჯეტთან დაკავშირებით, თუ რამდენად არიან ისინი დაინტერესებული აღნიშნული საკითხით.

"როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს, ბუნებრივია, მაინტერესებს საკუთარი უნივერსიტეტის ბედი, ის, თუ რაში და რამდენად მიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტი. ილიას სტუდენტების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ნაკლებად ინტერესდება მსგავსი საკითხებით" -აღნიშნა მონიკა ქუთელიამ.

შეხვედრის მეორე ნაწილში საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary