ვაკის პარკში ერთწლიანი „დაუმორჩილებლობა“ აღნიშნეს
28 დეკემბერი, 2014
 ვაკის პარკში ერთწლიანი „დაუმორჩილებლობა“ აღნიშნეს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ვაკის პარკში აქცია გაიმართა, რომელიც მისი დაცვის ერთი წლისთავს მიეძღვნა.

აქციის მონაწილეებმა კონცერტი გამართეს. მასში არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ. ორგანიზატორები პარტიზანული მებაღეობის საინიციატივო ჯგუფის წევრები იყვნენ. აღნიშნული ღონისძიების მიზანი სამოქალაქო აქტივობის შენარჩუნება იყო. მათი დევიზი უცვლელია: "არ დავთმოთ პარკი!"

"ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ კარვები გავშალეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში პარტიზანი მებაღეები მორიგეობდნენ და იცავდნენ ტერიტორიას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას შედეგი არ მოჰყოლია. სასამართლოში შესულია 3 სარჩელი, რომელთა განხილვა რამდენჯერმე გადადეს. შემდეგი სხდომა მარტშია დაგეგმილი. იმედი გვაქვს, ქალაქის მერია მფლობელს ალტერნატიულ ტერიტორიას შესთავაზებს და ეს ადგილი პარკს დარჩება" – აღნიშნა ერთ–ერთმა ორგანიზატორმა თეა კუჭუხიძემ.

"როგორც ვიცი, აქ ვიღაცას სასტუმროს აშენება სურს. აქციაზე მომიწვიეს, როგორც უცხოელი სტუმარი, რათა დამეკრა ჩემს ნაციონალურ საკრავზე, სეთარზე. ამით საქართველოს ვუცხადებ მხარდაჭერას და ვცდილობ, ჩემი მცირე წვლილი შევიტანო ამ აქციაში" – გვითხრა ირანელმა სტუმარმა არშია სამსამინიამ. 

"თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის წინაშე რაღაც მოვალეობა აკისრია. გარემოს დაცვა არის, ალბათ, ნომერ პირველი ვალდებულება, რაც ყველას უნდა აწუხებდეს. საქმე ეხება ყველაზე მთავარს, ჩვენს ჯანმრთელობას. ყოველთვის მივესალმები მსგავს აქციას. აქ ჩემს შვილთან ერთად მოვედი. მინდა, ისიც ამ სულისკვეთებით გაიზარდოს, რომ, პირველ რიგში, ბუნებას უნდა მოვუფრთხილდეთ" – თქვა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ქეთი ჭიჭინაძემ. 

პარკის ბედი, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარში გადაწყდება.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary