შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
20 იანვარი, 2015
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გაიმართა.

სტუმარმა ისაუბრა საკუთარი გამოცდილების შესახებ საზოგადოებრივი საქმიანობის კონტექსტში, აქცენტი გააკეთა 60-იან წლებსა და იმ ეპოქაზე, საიდანაც იწყება მისი ისტორია. 

როგორც პროექტის მენეჯერმა დავით კლდიაშვილმა აღნიშნა: "დღევანდელი სტუმარი გელა ჩარკვიანი, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო პიროვნებაა, რადგან მნიშვნელოვანია მისი შემოქმედება, გამოცდილება. მივიჩნიეთ, რომ ის სტუდენტებისთვის საინტერესო რესპონდენტი იქნებოდა, რადგან, როგორც ხედავთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში დიალოგმა გაამართლა".

სტუდენტმა დავით ყურაშვილმა აღნიშნა: "როგორ შეიძლება არ აღვფრთოვანდე ბატონი გელას შემოქმედებით თუ საუბრით, მე მივიღე ყველა კითხვაზე პასუხი, რაც კიდევ უფრო მარწმუნებს მის განათლებულობაში, მის პოზიციებსა და იდეოლოგიაში და, რაც ყველაზე მთავარია, მისი საქმიანობის სიყვარულში".

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს სტუდენტებს. მათი მიღება დასრულდება თებერვლის ბოლოს. ყველა არჩეული სტუდენტი შეუდგება საქმიანობას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, რომელიც მოიცავს ბლოგ-პოსტების, ნიუსების, სტატიების მომზადებას, გამოკითვების ჩატარებასა და ყველა საინტერესო პროცესისა თუ მოვლენის გაშუქებას. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უკვე 2 წელია ახორციელებს პროექტს "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი", რომლის ერთ-ერთი კომპონენტია საჯარო ლექციების ჩატარება სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. თემები, ძირითადად, შეეხება ლიბერალიზმს, სამოქალაქო აქტივიზმს, სახელმწიფოებრივი პროცესების შეფასებას, მათ ობიექტურ და არაობიექტურ გაშუქებას. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება მინიმუმ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary