რატომ გვჭირდება ,,შარლი ებდო'' ?
20 იანვარი, 2015
რატომ გვჭირდება ,,შარლი ებდო'' ? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რატომ გვჭირდება ,,შარლი ებდო''? - აღნიშნულ თემაზე დებატები გაიმართა ფრონტლაინ კლუბში.

,,ამ პროცესმა წარმოშვა მთელი რიგი პრობლემებისა, რაც არამარტო საფრანგეთს, არამედ მთელ ევროპასაც უდგას. შარლ ებდოს შემთხვევით ბრუნდება ძალადობის პერსონიფიცირება. დღეს ძალადობის ობიექტი არის ველი, სადაც საჯარო აზრი ფორმირდება. სატირა და შარლ ებდოს სატირა უნდა გავმიჯნოთ,ღირებული სატირა არის ის, რომელიც მიემართება არა იმ ჯგუფებისკენ, რომლებიც უფლებაწართმეულნი არიან, არამედ იმ ჯგუფებისკენ, რომლებიც ფლობენ ძალაუფლებას'' - განაცხადა სოსო ჭაუჭიძემ.

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ამ თემაზე ქართულ კონტექსტში უნდა ვისაუბროთ, მას აშფოთებს საქართველოში მოსალოდნელი მსგავსი ძალადობის საფრთხე. მისი თქმით, აგრესია უფრო საზოგადოებრივ შინაარს იღებს.

,,ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ღირსია უკეთესი ცხოვრებისა, რასაც იდეები და გამოხატვის თავსუფლება უზრუნველყოფს, შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული: კანონით, პროპორციული ლეგიტიმური მიზნის დაცვით და იმის მიხედვით, თუ რამდენად აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის ეს შეზღუდვა" - განაცხადა იურისტმა თამარ გურჩიანმა. 

,,კარგ სატირასაც და ცუდსაც აქვს არსებობის უფლება, ტერორისტული აქტი არ იყო აფექტური, არამედ ეს იყო დაგეგმილი აქციები"- აღნიშნა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ ცხადაძემ.

რამდენიმე დღის წინ პარიზისა და მსოფლიოს ქუჩები მოქალაქეებით გაივსო. საზოგადოებამ თანაგრძნობა გამოუცხადა სატირულ გამოცემაზე ტერაქტის დროს დაღუპულ ადამიანებს, ნაწილი აცხადებდა: ,,მე ვარ შარლი'', მეორე ნაწილმა უარყო მსგავსი კარიკატურები და გააკრიტიკა სოლიდარობის აქცია, დანარჩენები გმობდნენ ტერაქტს, თუმცა, ასევე დაუშვებლად მიაჩნდათ შარლ ებდოს კარიკატურები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary