"გადმოხტი ჩვენთან ერთად"
21 იანვარი, 2015
"გადმოხტი ჩვენთან ერთად" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
განვითარების ცენტრმა საქართველოს უნივერსიტეტში პროექტ ,,დიდი ნახტომის შეჯიბრებასთან’’ დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ,,დიდი ნახტომის შეჯიბრება’’ არის ახალგაზრდული კამპანია, რომელიც ევროპის მდინარეთა ქსელის კოორდინირებით ხორციელდება და მხარს უჭერს ახალგაზრდებს, გამოიყენონ კრეატიული მეთოდები წყლის დაცვის პოპულარიზაციისთვის.
პროექტის ფარგლებში მსურველებს შეუძლიათ შექმნან თანამოაზრეთა ჯგუფები, რათა დაგეგმონ და განახორციელონ კამპანია წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად და ამ პრობლემასთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.

საინფორმაციო შეხვედრაზე უამრავი კითხვა დაისვა: რა ასაკის ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ პროექტში? რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ჯგუფში? რა სახით უნდა განხორციელდეს კამპანია? ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გაგვცა ირაკლი ფირანიშვილმა. მისი თქმით, 16-დან 25 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ პროექტში მონაწილეობა. ჯგუფში შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს, თუმცა, საბოლოოდ ჯგუფიდან მხოლოდ ხუთი გაემგზავრება საზღვარგარეთ. გამარჯვებულებმა უნდა იცოდნენ გერმანული, ინგლისური ან ფრანგული სალაპარაკო დონეზე. კამპანია ნებისმიერი სახით შეიძლება განხორციელდეს. მთავარია კრეატიული იყოს.

ირაკლი ფირანიშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა: "აღსანიშნავია, რომ მდინარეების დაბინძურების პრობლემა ბევრ ქვეყანაში არსებობს. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ამ პროექტში, თუნდაც იმიტომ, რომ აღარ დააბინძურონ მდინარეები და ამასთანავე, სხვებსაც მოუწოდონ სისუფთავის შენარჩუნებისკენ. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად. ჩვენ გვინდა ამ პრობლემასთან ბრძოლა და მოვუწოდებთ ყველას, რომ ერთად დავიცვათ მდინარეების სისუფთავე“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary