"მოხარული ვარ, რომ მსგავსი საღამოს ჩატარების საშუალება მომცა მაღაზიათა ქსელმა ,,ლიბრამ’’, მიმაჩნია, რომ უშუალო კონტაქტი მკითხველთან და კითხვებისა და ემოციების გაცვლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოფიციალური ღონისძიებები, მაღალ საფეხურზე შემომჯდარი მწერალი და უინტერესო საუბრები. დღევანდელ საღამოს მე გავესაურები ჩემს მკითხველს. არ იქნება არც ციტატების კითხვა, არც ამონარიდები წიგნებიდან, მხოლოდ მკითხველი, მე და ,,გურული დღიურები““-განაცხადა გიორგი კეკელიძე.
მართლაც, დარბაზი არ განიცდიდა მკითხველის სიმცირეს. „ეს მწერალი ძალიან ახლოსაა ჩემთან, მე თავად გურული ვარ და, როცა გადავშლი ხოლმე მის ნაწარმოებს, თავი მშობლიურ კუთხეში მგონია, რამდენად ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, ის ყოველთვის ახერხებს ჩემს გამხიარულებას. არის ძალიან თბილი, ძალიან მშობლიური და ოდნავ სევდანარევი იუმორით“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა.
საღამო წითელი ღვინითა და ავტორაფების დარიგებით დასრულდა.