"ნარცისიზმი - მითსა და კლინიკურ კონცეფციას შორის"
21 იანვარი, 2015
"ნარცისიზმი - მითსა და კლინიკურ კონცეფციას შორის" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "ნარცისიზმი - მითსა და კლინიკურ კონცეფციას შორის", შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში. ლექციას ხათუნა ივანიშვილი, ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თავმჯდომარე, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კანდიდატი გაუძღვა.

,,ტერმინი ,,ნარცისიზმი“ ფსიქოანალიზში ფროიდმა შექმნა ნარცისის მიხედვით. ის 1910 წელს გამოიყენეს პირველად და მარტივად დამკვიდრდა საზოგადოებაში. ნარცისი ნიშნავს საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანს. ბერძნული მითის მიხედვით დაერქვა ეს სახელწოდება. ნარცისები ობიექტებს (ადამიანებს) მხოლოდ თავის სასარგებლოდ იყენებენ. მათ არ შეუძლიათ საკუთარი ნაკლის დანახვა, თუ მან საკუთარი ხინჯი დაინახა, საშინლად გრძნობს თავს“- განაცხადა ხათუნა ივანიშვილმა.

საჯარო ლექციას სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები დაესწრნენ.

,,ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემაა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დავსწრებოდი. ლექცია საკმაოდ მრავლისმომცველი და ინფორმაციული იყო. ბევრი საინტერესო რამ გავიგე ნარცისიზმის შესახებ“-აღნიშნა ანა გოგალაძემ.

ლექციის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრები ყოველ ოთხშაბათს გაიმართება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary