ტურიზის მენეჯმენტის ცენტრისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევების პროექტის პრეზენტაცია
22 იანვარი, 2015
ტურიზის მენეჯმენტის ცენტრისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევების პროექტის პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესსკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრისა და ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი გიორგი ბეგაძე უძღვებოდა. 

გიორგი ბეგაძის თქმით, კვლევის მიზანი იყო ერებს შორის კულტურული გაცვლის, ბიზნესსკოლაში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვისა და საქართველოს ბიზნესისა და ტურიზმის შესახებ მონაცემთა დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა. 

ერთობლივი პროექტი მოიცავს ქართული და ლიტვური ტურისტული ბაზრის კვლევას, ლიტვასა და საქართველოს შორის არსებული კავშირის კვლევას, სტუდენტების მოტივაციას, მიიღონ განათლება ტურიზმის სფეროში. უკანასკნელი მიზნის მისაღწევად მათ აქვთ გაცვლითი პროგრამები ვილნიუსის უნივერსიტეტთან, სადაც წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე ექვსი სტუდენტი სწავლობს. 

"ჩვენ მომავალში ვგეგმავთ ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტთან ერთად გავაგრძელოთ კვლევების ჩატარება. ამჟამად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ პოლონეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტთან, რათა ერთობლივად ჩავატაროთ მსგავსი კვლევა" - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი გიორგი ბეგაძე. "კვლევებმა უნდა დაგვანახონ პრობლემებიც და გზებიც, რომლითაც უნდა ვიაროთ" - ამბობს ის. 

პრეზენტაციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებს მიეცათ საშუალება, დაეზუსტებინათ ყველა მათთვის საინტერესო საკითხი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary