“მთავარია, დაისახო მიზანი და გქონდეს შესაბამისი ცოდნა”
27 იანვარი, 2015
 “მთავარია, დაისახო მიზანი და გქონდეს შესაბამისი ცოდნა” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბრიტანული და ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

ღია კარის დღეზე დასწრება თავისუფალი იყო: ყველა სტუდენტს საშუალება ჰქონდა, გაეგო ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ.

მანჩესტერის უნივერსიტეტს შემდეგი პროგრამები აქვს: ინჟინერია, ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ფარმაკოლოგია. აღნიშნული უნივერსიტეტის წარმომადგენლის თქმით, მათ კურსდამთავრებულს წარმატებული ცხოვრება და კარიერა აქვს: "ჩვენი სწავლის ხარისხი აღიარებულია მსოფლიოში. ჩვენ გვინდა ყოველ წელს მეტმა უცხოელმა სტუდენტმა ჩააბაროს, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიყოთ". 

როგორც ილიაუნის სტუდენტმა თამარ ლურსმანაშვილმა აღნიშნა: "მე ვფიქრობ, უნდა იყოს გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ ცოდნის გასაღრმავებლად, ალბათ, უფრო საინტერესოა საერთაშორისო ვაჭრობა, დიპლომატია და მარკეტინგი. ჩემთვის საინტერესო იყო ინფორმაცია დაფინანსების შესახებ. ყველა სტუდენტს შეუძლია გრანტის მოპოვება სხვადასხვა კონკურში მონაწილეობით".

ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, როგორც წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელ პროგრამებზე, ასევე საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებსა და, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, დაფინანსების საკითხებზე. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის მსურველთათვის მთავარია, დაისახონ მიზანი და ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary