აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო ინსტიტუტის მეცნიერის გიორგი ქავთარაძის კვლევის შედეგებისა და ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა.
,,ტყის მეურნეობის წარმოების პროცესში ტყეების ბუნებრივი განახლების საკითხის შესწავლა ერთ-ერთი ძირითადი მეტყევური ფაქტორია სამეცნიერო თუ პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისათვის, რომელიც დაკავშირებულია ტყეების ზრდა-განვითარების თავისებურებებთან, რეგენერაციის უნართან, სახეობათა ცვლის პროცესთან, სამეურნეო ღონსძიებების სწორად შერჩევასთან, განხხორციელებასთან და სხვა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო და რჩება, როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისითაც" - განაცხადა გიორგი ქავთარაძემ.
ბროშურაში ,,სწრაფმზარდი მერქნიანი სახეობების ბუნებრივი განახლების გამოკვლევის მეთოდოლოგიური საკითხები" სრულად აღწერილია კვლევის ეტაპები, საკვლევი მცენარეები, კვლევის მიზეზი, შედეგები და ა.შ
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნერო სამსახურის კოორდინატორები, პროფესორები და მეცნიერები. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. პროფესორებმა სურვილი გამოთქვეს, რომ კვლევა გაგრძელდეს და მისი საბოლოო შედეგები გამოიყენებოდეს, როგორც სასწავლო მასალა.