საქართველოს მწერალთა სახლში გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია "ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში" გაიმართა.
მომხსენებელმა ლექციაზე ისაუბრა ტოტალიტალური მმართველობის როლზე პიროვნული სუვერენიტეტის მოპოვებაში.
"მაქსიმალისტური შეხედულებების გარეშე ლიტერატურული ნაშრომი არის ანომალიური გამოვლინება მწერლისა, რომელიც მოექცა გარკვეული წნეხის ქვეშ და აღმოაჩინა ის უხილავი კანონები, რომელსაც ადამიანი ნორმალური ყოფისას ვერც კი ამჩნევს. ხელოვნება, კერძოდ კი ლიტერატურა, არის ის სფერო, სადაც ნორმალურ ადამიანს საშუალება ეძლევა, გაიზიაროს ის ემოცია თუ გრძნობა, რომელსაც პიროვნება განიცდიდა მწერლად ჩამოყალიბების პროცესში, საბოლოოდ კი, სრულფასოვან არტისტად იქცა" - აღნიშნა გიორგი მაისურაძემ.
მისი თქმით, გარემოში, სადაც დემოკრატია ზეიმობს და ხალხს არ იჭერენ ალკოჰოლისა თუ მარიხუანას მოხმარებისთვის, რთულია, დაინახო სიმართლე. მან მაგალითად ბერლინი მოიყვანა, სადაც ადამიანი პიროვნულ თავისუფლებას მარტივად პოულობს და თვითონ წყვეტს, ავნოს თუ გაუფრთხილდეს საკუთარ სხეულს. თუმცა, დასძინა, რომ მხოლოდ ტირანული სახელმწიფო არ არის ხელოვნების მშობელი.