,,საბას" ლაურეატები მწერალთა სახლში" - ამ პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მწერალ ლია ლიქოკელთან გაიმართა.
2014 წლის ლიტერატურული პრემია ,,საბას" გამარჯვებული წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში ლია ლიქოკელი გახდა პოეტური კრებულით ,,დევის ცოლის სიცილი". ის განათლებით კინორეჟისორია, მისი სადებიუტო წიგნი ,,დევის ცოლის სიცილი" 2013 წელს გამოიცა. ლია ლიკოქელი მონაწილეობას იღებდა ლიტერატურულ ფესტივალ ,,ინსომნიაში" და მისი მოთხრობა შესულია საფესტივალო კრებულში. აგრეთვე მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკურსში ,,წერო", სადაც ჟიურისა და კულტურის სამინისტროს რჩეული გახდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცნობილი მწერლები და დაინტერესებული პირები. პოეტმა რამდენიმე ლექსი წაიკითხა თავისი კრებულიდან.
ახალგაზრდების აზრით, ლია ლიქოკელი გამორჩეულია თავისი კალმით, მას განსხვავებული სტილი აქვს, რითაც მკითხველს თავს ამახსოვრებს და მოწონებას იმსახურებს, მისი ლექსების ძირითადი ხიბლი გულწრფელობაშია, ის წერს იმაზე, რაზე საუბარსაც სხვები გაურბიან.
პროექტი 10 თვეს გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ მკითხველს შეხვდებიან ლიტერატურული პრემია ,,საბას" 2014 წლის გამარჯვებულები.