წიგნის სახლ "ლიგამუსში" ზურაბ ბაქრაძის საჯარო ლექცია "საარსებო გარემოს ტოტალიტარული დაგეგმვიდან ტოტალურ დაუგეგმავობამდე" ჩატარდა.
ლექციის ორგანიზატორი იყო სოციალური და კულტურული კვლევის ინსტიტუტი.
ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძის თქმით: ჩვენს საარსებო გარემოში აისახა საზოგადოებრივი წყობის ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა დეფორმაცია, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. საბჭოური ტოტალიტარიზმი ნეოლიბერალურმა ავტორიტარიზმმა ჩაანაცვლა.
"სახელმწიფოს არასამართლებრივობისა და კერძო საკუთრების არარსებობის გამო არ იყო სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კანონები. მშენებლობა ნორმებით იმართებოდა. სახელმწიფო იყო ერთდროულად დამკვეთი, დამგეგმავი და მშენებელი. ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო პირად ინიციატივებზე დამყარებული მშენებლობა და ამდენად, სამშენებლო სამართლის არსებობას აზრი არ ჰქონდა. სივრცით მოწყობასა და მშენებლობაში მოქმედებდა იერარქიულ-დირექტიული პრინციპი, რომელიც ცენტრალიზებული დაგეგმვის განხორციელებაზე იყო ორიენტირებული და არა დაგეგმვით სამართლებრივი ჩარჩოების შექმნაზე, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სუბიექტს შეეძლებოდა მოქმედება".