2015 წელი მეცნიერების წლად გამოცხადდა
29 იანვარი, 2015
2015  წელი  მეცნიერების  წლად გამოცხადდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ პრესკონფერენცია გამართა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ: პროფესორები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები. 

,,სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა ვერ იქნება წარმატებული, თუ არ აღიკვეთა სამეცნიერო ეთიკის დარღვევა" - ასე დაიწყო რექტორმა შეხვედრა. ვლადიმერ პაპავამ დაასახელა ის მეცნიერებები, რომლებიც საერთაშორისო დონეზეა განვითარებული: ფიზიკა, ასტრონომია, მათემატიკა, საინჟინრო მეცნიერებები, მედიცინა. მან ასევე ისაუბრა სტუდენტური მეცნიერების განვითარებაზე: ,,ჩვენი მიზანია, მომზადდეს ჩვენი პროფესორების ცვლა. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. 2014 წლის კონკურსში მონაწილეობდა 367 სტუდენტი. მნიშვნელოვანია სტუდენტური მეცნიერების ჟურნალის ,,თსუ მეცნიერება" დაარსება.

რექტორმა ელექტრონულ ბაზებზეც მოგვაწოდა საინტერესო ინფორმაცია: ,,ყველა თანამშრომელს აქვს თავისუფალი წვდომა ელექტრონულ ბაზებზე, საერთაშორისო დონის პუბლიკაციებზე".

მეცნიერებაში ხშირია პლაგიატი, ამიტომ ეს საკითხიც არ დარჩენილა პასუხგაუცემელი. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა კომისია, რომელიც აკადემიური ეთიკის დარღვევას აღმოფხვრიდა. ყველა ფაკულტეტმა წარმოადგინა სია იმ პირებისა, რომლებიც შევიდოდნენ კომისიაში. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში უნივერსიტეტი თანამშრომლობას წყვეტს პლაგიატორ თანამშრომელთან. სულ 5 საჩივარი იყო შემოსული, საბედნიეროდ, მხოლოდ ერთზე დადასტურდა პლაგიატი. პანდორას ყუთი უნდა გაიხსნას და უნივერსიტეტი გათავისუფლდეს აკადემიური ეთიკის დარღვევისგან" - განაცხადა რექტორმა.
ვლადიმერ პაპავამ ისაუბრა ,,მინიმალური დატვირთვის სტანდარტის" შესახებ. მისი თქმით, ეს ძალზე საჭირო იყო. ,,პროფესორებს მივეცით 2-წლიანი ვადა, რათა სამეცნიერო საქმიანობა გაეაქტიურებინათ".

რექტორმა დამსწრე საზოგადოებას სიახლეები გააცნო. ,,მივიღეთ მიზნობრივი სამეცნიერო კვლევის სქემა. თითოეულ ფაკულტეტს გადაეცა 7500 ლარი. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ: დოქტორანტებს, მაგისტრანტებს, ბაკალავრიატის მესამე კურსის მეორე სემესტრის სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი GPA აქვს. ისინი ადეკვატურ ანაზღაურებას ღებულობენ". 

რექტორმა 2015 წელი მეცნიერების წლად გამოაცხადა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary