ადამიანი და იდენტობა
29 იანვარი, 2015
                                                ადამიანი და იდენტობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ოფისში ფსიქოლოგ ნონა ხიდეშელის ლექცია სახელწოდებით - "ადამიანი და იდენტობა" გაიმართა.

მომხსენებელმა ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომლებიც ადამიანის იდენტობას განსაზღვრავს. ასევე, რა წარმოშობს იდენტობის განმსაზღვრელ ნიშნებს და, საბოლოოდ, რა შედეგამდე მივყავართ მას.

ფსიქოლოგის თქმით, ადამიანს აქვს განპირობებული გონება, ვინაიდან ის აღიზარდა ისეთ გარემოში, რომელიც მას არ შეურჩევია, პიროვნული ნების გაუთვალისწინებლად გახადეს რომელიღაც სარწმუნოების მიმდევარი. შესაბამისად, ხდება ადამიანის იდენტიფიცირება მისი ეროვნების, სარწმუნოების, სქესისა თუ სხვა ფაქტორის მიხედვით. სწორედ ამ ზედაპირულობის მიღმა დგას ჭეშმარიტი ადამიანი და მას შეუცნობლობის ფარდა ეფარება.

"რა არის ჩემი არსებობა? ჩემი არსებობა, თავიდან ბოლომდე არის ფსიქიკური ეგზისტენცია, ანუ სხეულს მართავს გონება. თავის ძიებაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ, საკუთარი გონებიდან. დავაკვირდეთ ფიქრებს და, უბრალოდ, დავსვათ კითხვა: ვინ ვარ მე? ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებას საკუთარ თავთან მხოლოდ ამ გზით თუ შევძლებთ. სამყაროს შეცვლა კი საკუთარი თავიდან იწყება" - აღნიშნა ნონა ხიდეშელმა.

ლექციას ესწრებოდა სტუდენტი გიორგი ნანჩავა. მისი თქმით, "ლექცია იყო ცალსახა და ძირითადი ფოკუსი კეთდებოდა იმაზე, რომ თუ ჩვენ გავაცნობიერებთ საკუთარ პრობლემებს, საკუთარ თავს, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ იქნები ჰარმონიულ მდგომარეობაში, რასაც არ ვეთანხმები".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary