ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის "ახალი განმანათლებლობა" ფარგლებში პროფესორ დავით მალაზონიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა".
ილიაუნის პროექტი "ახალი განმანათლებლობა" ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხების ირგვლივ არსებული თემები, რომლებიც მოიცავს სამეცნიერო აღმოჩენასა და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკასა და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.
სტუდენტ თეონა ჩიხლაძის თქმით: "მე ძალიან ბევრიი ცოდნა მივიღე დღევანდელი დღით და გამიხარდება, თუ ამ მიმართულებით კიდევ გააგრძელებს მუშაობას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. ყველაზე მეტად ლექციის შემდეგ გამართული დისკუსია მოეწონა, სადაც ყველა სტუდენტი აქტიურად ჩაერთო. ჩვენ გამოვხატავთ საკუთარ აზრს და ვპასუხობთ კითხვა "რატომ?-ს" თავისი არგუმენტებით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, რადგან ეჩვევი აუდიტორიასთან კომუნიკაციასა და საკუთარი მსჯელობის არგუმენტებით გამყარებას".