საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ტარიელ ფუტკარაძის საჯარო ლექცია ჩატარდა.
თემა საქართველოს ენობრივი პოლიტიკის ძირითად ასპექტები საინფორმაციო ომის კონტექსტში, რეგიონალიზმი და საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია.
პროფესორმა ბევრი ისაუბრა კავკასიის რეგიონზე, საქართველოს როლზე მსოფლიოში და ქვეყნის უსაფრთხოებაზე. "მსოფლიოში არ არსებობს სხვა უფრო სრულყოფილი ანბანი, რომელიც ასახავს ენის ასეთ სტრუქტურას. მე ძალიან არ მიყვარს გამოთქმა ჩვენ პატარა ერი ვართ. Pჩვენ გვაქვს უდიდესი ისტორიის ენა" - თქვა ტარიელ ფუტკარაძემ.
საჯარო ლექცია დავითიანთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზ დოქტრინას სალექციო კურსის ფარგლებში ჩატარდა. ყველა, ვინც დაესწრება კურსის ფარგლებში მინიმუმ 8 ლექციას, გადაეცემა სერტიფიკატი.