სასტუმრო "რუმს თბილისში" ქართველი მწერლისა და მთარგმნელის, ანა კორძაია-სამადაშვილის ლექცია "ბესტსელერების შესახებ" ჩატარდა.
"მაშინ, როდესაც თავს ამოყოფ ცივილიზებული ქვეყნის რომელიღაც წიგნის ფესტივალზე, გსურს, იყიდო სწორედ ის წიგნი, რომელიც აღმოჩნდება ის შენაძენი, რასაც ამდენი ხანი დაუღალავად ეძებდი. ძიების პროცეში შენს ყურადღებას იპყრობს თარო, რომელსაც მსხვილი ასოებით აწერია: "ბესტსელერი". სამწუხაროდ, მიმზიდველ თაროს, ხშირად, შეცდომაში შევყავართ და სანატრელი წიგნი 20 გვერდის წაკითხვის შემდეგ მოუშუშებელ ფიქოლოგიურ ტრავმას გვაყენებს" - აღნიშნა ანა კორძაია-სამადაშვილმა.
მომხსენებელმა ერთ-ერთ სემინარზე მიღებული ცოდნა გაგვიზიარა: "წიგნი არის სწორედ ისეთივე პროდუქტი, როგორიც არის კბილის პასტა, ქურთუკი და ასე შემდეგ. წიგნი ისევე, როგორც სხვა პროდუქტი, თუ არ გაიყიდა, არაფრად ვარგა. იმისთვის, რომ წიგნმა ბესტსელერის სტატუსი მოიპოვოს, საჭიროა გარკვეული პირობების დაცვა: ავტორის ვინაობა და მისი მახასიათებლები, იყოს ექსტრემალურად ლამაზი ან წარმოუდგენლად უშნო. ასევე ბიოგრაფია, რომელიც იქნება გამორჩეულად საინტერესო. შესაბამისად, გამომცემელს სჯერა, რომ სწორედ ეს ნიშანი მწერალს "გაათრევს" დიდ ბაზარზე".
მწერლის თქმით, წიგნის მოქმედება უნდა ხდებოდეს ისეთ გარემოში, რომელიც შენთვის უცხოა, თან საშიში, მაგრამ ამავე დროს გრძნობ, რომ რაღაც გიცავს. მაგალითად, ამბავი აფრიკელ ბავშვებზე: "ამბავი უნდა იყოს ისეთი, როგორიც უნდა რომ ჰქონდეს მავანს. ამბავი სიყვარულზე, სადაც ლამაზი წყვილი საუცხოო სასიყვარულო ისტორიებში ეხვევა, შესაძლოა, შემდეგში აღარც კი იყვნენ ერთად, მაგრამ მკითხველისთვის საკმარისია წამიერად განცდილი, სიტყვებით დახატული რეალობა".
ერთ-ერთმა დამსწრემ, თსუ-ს სტუდენტმა ბადრი ცხომარიამ აღნიშნა: "ლექცია იყო საინტერესო, რადგან მწერლმა და მთარგმნელმა განიხილა წიგნი, როგორც ხელოვნება და ბიზნესი".