არა პანორამას - დედაქალაქი ეკუთვნის ხალხს
31 იანვარი, 2015
არა პანორამას - დედაქალაქი ეკუთვნის ხალხს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის საკრებულოსთან აქცია სახელწოდებით „არა პანორამას“ ჩატარდა. „პანორამა-თბილისის" პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა, ნგრევითი სამუშაოები დაწყებულია. აქციის მონაწილეები იყვნენ: სტუდენტები, მოსწავლეები და ყველა ის მოქალაქე, რომლებისთვისაც ძველი თბილისის იერ-სახის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

"თბილისის ჰამქარის" წევრების განაცხადებით: „პანორამა თბილისი“ სოლოლაკის ქედზე აშენდება. პროექტს არ ახლავს დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი ამ პროექტის განხორციელება სოლოლაკის ქედის, თავისუფლებისა და ერეკლეს მოედნის ტერიტორიაზე და რა სარგებელს მოუტანს ის თბილისის ისტორიულ ნაწილს, როგორც ურბანულ ძეგლს. პროექტი ეწინააღმდეგება იმ სახელოვნებათმცოდნეო კვლევებს, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილია და რის მიხედვითაც რეკომენდებულია შენობათა გაბარიტები, სილუეტი და მოცულობა არ იყოს ამოვარდნილი ტრადიციულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილიდან და ლანდშაფტიდან".

აქციის მონაწილე თამუნა ბაჩალიაშვილმა აღნიშნა: „„პანორამა-თბილისი“ არის კომერციული და არა სოციალური პროექტი. მისი განხორციელება მომგებიანი იქნება პროექტის ინვესტორისთვის და არა ისტორიული ქალაქისა და მოსახლეობისთვის. არგუმენტი, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში დასაქმდება რამდენიმე ათასი ადამიანი, ვერ ჩაითვლება მყარ საფუძვლად, ვინაიდან პროექტის სხვა ადგილას განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელია სამუშაო ადგილების მოზიდვა“.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary