აგრარულმა უნივერსიტეტმა იაპონიის პოლიტიკური ინსტიტუტის პრეზიდენტ რეი შირატორს უმასპინძლა.
"როგორ ვაკონტროლოთ პოლიტიკური ფინანსები?" – იყო მისი საუბრის მთავარი თემა. მან მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის შესახებ ისაუბრა და ქართველ სტუდენტებს საინტერესო რჩევებიც მისცა. შეხვედრას, რომელიც იაპონიის საელჩოს ეგიდით გაიმართა, 50–მდე ადამიანი ესწრებოდა.
"პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ზრდის საზოგადოების ნდობას კონკრეტული პარტიისა და საერთო ჯამში, პოლიტიკური სისტემის მიმართ. როგორც ვიცი, ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით თქვენი ქვეყნის დიდი პროგრესი შეინიშნება. ეს კი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის მშენებლობის გზაზე" – აღნიშნა რეი შირატორმა.
"მსგავსი ლექციები ჩვენთან ხშირად ტარდება. ვცდილობ, ხშირად დავესწრო, რადგან უცხოური გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის და, ზოგადად, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისთვის. დღევანდელი შეხვედრაც თემიდან გამომდინარე ძალიან საინტერესოა" – გვითხრა სტუდენტმა ლაშა მშვილდაძემ.
ორგანიზატორების განცხადებით, რეი შირატორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსაც ეწვია და იაპონიის განვითარების სტატეგიის შესახებ ლექცია წაიკითხა.