თსუმ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურა წარადგინა
05 თებერვალი, 2015
თსუმ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე  კანდიდატურა წარადგინა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე განსახილველად იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი ბურდულის კანდიდატურა წარუდგინა.

თსუ-მ საქართველოს პრეზიდენტს ირაკლი ბურდულის კანდიდატურა იურიდიული ფაკულტეტის საბჭოსა და აკადემიური პერსონალის შუამდგომლობითა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს მხარდაჭერით წარუდგინა. "ირაკლი ბურდული მისი მენეჯერული თვისებებით, მაღალკვალიფიციურობით, აკადემიურობით, პრინციპულობით, აპოლიტიკურობითა და სასამართლო სისტემისადმი პროფესიული სიახლოვით სრულად აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურისადმი წაყენებულ კრიტერიუმებს" - ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას განცხადებით, "იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლებმა გამოთქვეს სურვილი, დასახელებულიყო პროფესორ ირაკლი ბურდულის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტზე, როგორც ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანის. ამ ინიციატივით შემოვიდა ფაკულტეტის საბჭო აკადემიური საბჭოს წინაშე, რომელთაც ამ წინადადებას მხარი დაუჭირეს. ირაკლი ბურდული ახალგაზრდა კაცია, საკმაოდ გამოცდილი მმართველობითი უნარის მქონე და აქვს რეალური შესაძლებლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას წარმატებულად გაუძღვეს".

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე წარდგენილმა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა ნდობისთვის დიდი მადლიერება გამოხატა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების მიმართ. "დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, რომ სასამართლო სისტემა გახდეს სრულიად მიუკერძოებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელი, განვითარებული სახელმწიფოსთვის არის სამართლებრივი ქვაკუთხედი. გადაწყდა, რომ ჩემი კანდიდატურა იქნეს წარდგენილი ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩემგან ძირითადი გზავნილები იქნება - აპოლიტიკურობა, მიუკერძოებლობა და მაღალი აკადემიური სტანდარტები. ის, რაც აკლია დღეს სასამართლოს, მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებაში ეს არის მაღალი აკადემიური სტანდარტი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მივიღებთ ყოველგვარი წნეხისგან გათავისუფლებულ სასამართლოს, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემას" - განაცხადა ირაკლი ბურდულმა.

ირაკლი ბურდულმა იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარიზ-ლოდრონის უნივერსიტეტში (ავსტრია, ზალცბურგი), მუშობდა საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დამოუკიდებელ ადვოკატად იურიდიულ ფირმაში, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary