სტუდენტები სწავლის საფასურს მორგებული გრაფიკით გადაიხდიან
05 თებერვალი, 2015
სტუდენტები სწავლის საფასურს მორგებული გრაფიკით გადაიხდიან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
განათლების მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, უნივერსიტეტებში ყველა სტუდენტი იხდის სწავლის საფასურს, თუ, რა თქმა უნდა, მას არ აქვს სახელმწიფო 100%-იანი გრანტი ან არ ფინანსდება სხვადასხვა პროექტიდან ან ფონდიდან.

"გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტთა გარკვეული ნაწილისათვის სწავლის საფასურის გადახდა არის პრობლემური, ასოცირება ბანკთან, პროცენტთან და ა.შ. არსებობს გადახდის მოქნილი გრაფიკი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
სტუდენტსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის დგება შეთანხმება სასწავლო წლის თანხის გადახდის გრაფიკზე. პირობითად, თუ სტუდენტის სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს, მას შეუძლია ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შეადგინოს თავისთვის მოქნილი გადახდის გრაფიკი ყოველგვარი საპროცენტო დანამატისა და ბანკის გარეშე სასწავლო წლის განმავლობაში. თანხის დაყოფა ხდება 4, 6, 8 და ხშირ შემთხვევაში მაქსიმუმ 10 ნაწილად სასწავლო წლის განმავლობაში. გრაფიკი შედგება ისე, რომ არ დაირღვეს არც სტუდენტის და არც უნივერსიტეტის ინტერესი.

სასწავლო წლის განმავლობაში თანხა სრულად უნდა გადაიხადონ. გრაფიკი არის ინდივიდუალური.
პირობითად თუ მოხდა თანხის 10 ეტაპად დაყოფა, ანუ სემესტრში 1125 ლარი, 10 თვის განმავლობაში სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით თვეში 225 ლარის შეტანის შემთხვევაში იხდი წლიურ საფასურს.

მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ დაირღვეს ვალდებულება, რომელსაც აიღებს სტუდენტი უნივერსიტეტის წინაშე, რომ არ შეექმნას რეგისტრაციაზე პრობლემა. მასზე მორგებული გრაფიკის მეშვეობით უნდა იქნეს თანხა დაფარული სემესტრული და წლიური გადასახადი.

უნივერსიტეტების შეღავათი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ზედმეტი საპროცენტო განაკვეთის გარეშე მოხდება სტუდენტზე მორგებული გრაფიკის შედგენა წლის განმავლობაში სასწავლო წლის გადასახადთან დაკავშირებით, რაც არის ეფექტური და მოქნილი" - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary