ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები განხორციელდა
09 თებერვალი, 2015
ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები განხორციელდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება დაემატა - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, უმაღლესი სასწავლებელი თავად წყვეტს, რომელი იქნება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომ აბიტურიენტი კონკრეტულ ფაკულტეტსა და მიმართულებაზე ჩაირიცხოს. 

"1 227 საკონკურსო ადგილზე უმაღლესმა სასწავლებლებმა სამოქალაქო განათლება სავალდებულო საგნად გამოაცხადეს, უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებობა აქვთ, კონკრეტულ ფაკულტეტსა თუ პროგრამაზე აბიტურიენტის ჩასარიცხად არა ერთი, არამედ რამდენიმე საგამოცდო საგანი გამოაცხადონ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას აბიტურიენტი იღებს" - თქვა მაია მიმინოშვილმა. 

დღეისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ - ქართული ენა და ლიტერატურა, უნარები და უცხო ენა, ხოლო არჩევითი საგნების რაოდენობა აქამდე რვას შეადგენდა. არჩევითი საგნების ჩამონათვალი ასეთი იყო: ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ხელოვნება. წელს კი, არჩევით საგნებს მეცხრე - სამოქალაქო განათლება დაემატა. 

კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება გეოგრაფიის გამოცდას, კერძოდ, ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათის ნაცვლად 2 საათ და 30 წუთი იქნება. ტესტის მაქსიმალური ქულა 70-ის ნაცვლად 60 ქულა. ამასთან, ისტორიის ტესტი 80-ის ნაცვლად 70-ქულიანი იქნება, არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა. 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია ხვალ 10:00 საათიდან დაიწყება. მაია მიმინოშვილის განცხადებით, პროცესში მონაწილეობს 64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, გამოცხადებულია 44 635 საკონკურსო ადგილი, თუმცა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადგილი შეივსება.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary