„ეს სივრცეა, რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარს და მიხარია, თუ თქვენთვისაც საყვარელი სივრცე გახდება. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად თანამედროვე დრამატურგიის სერიის ფარგლებში გამოცემული პიესების საჯარო კითხვა დაახლოებით ერთი წლის წინ გაიმართა, 2014 წლის 19 თებერვალს, სადაც პირველი პიესა წავიკითხეთ, რომელიც ამ სერიის ფარგლებში ითარგმნა. იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ ახალ სახეებს, რომელნიც ებრაული კულტურის სიყვარულმა მოიყვანა აქ, მინდა შეგახსენოთ, რომ თანამედროვე ებრაული დრამატურგიის სერიის გამოცემას ახორციელებს გამომცემლობა „არტანუჯი“, რომლის გარეშეც ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა. სერიის ფარგლებში თანამედროვე ებრაული დრამატურგია მეოთხე წიგნია“ - ამ სიტყვებით გახსნა საღამო თამარ კიკნაველიძემ.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო კიკნაძე: ,,ძალიან კარგი პროექტია და ასეთ სასიამოვნო პროექტებს ყოველთვის გვერდში დავუდგებით. გამომცემლობა „არტანუჯს“ ვუსურვებ მსგავსი პროექტები კიდევ განეხორციელებინოს“.
პიესა თარგმნა მამუკა ბუცხრიკიძემ. იგი ერთადერთი ადამინი იყო, რომელსაც აქამდე დრამატურგია ჰქონდა ნათარგმნი. ბატონი მამუკა მაყურებლის წინაშე სიტყვით წარსდგა: „ვფიქრობ, რომ თანამედროვე დრამატურგიის ეს გამოცემა მნიშვნელოვანია. ეს არის ხუთი პიესა. ებრაული სამწერლობო ენა მეოცე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ლიტერატურული პროცესი საოცარი ტემპებით განვითარდა. სამწუხაროდ, ქართველი მკითხველი არაა განებივრებული ებრაული ლიტერატურით. იმედია, ეს ხარვეზი მალე გამოსწორდება და ვეზიარებით მნიშვნელოვან ნაშრომებს“.
პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა იოსეფ ბარ იოსეფის „რთული ადამიანების“ საჯარო კითხვა.