ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
11 თებერვალი, 2015
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამრჯვებულთა დაჯილდოება დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ. 

კონკურსის გამარჯვებული გახდა მულტიკლიმატიზატორის პროექტი. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის, თქმით, პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება და აპრილში NASA-ში გამართულ საერთაშორისო სამიტზე მიიღებს მონაწილეობას და წარადგენს საკუთარ პროექტს. 

"ჩვენ გავაკეთეთ მულტიკლიმატიზატორის პროექტი, რომლის ანალოგი არ არსებობს. მულტიკლიმატიზატორი რამდენიმე დღით ადრე გაზომავს ყველაფერს და შეგვატყობინებს ნალექის შესახებ. ამ პროექტმა პირველი ადგილი აიღო, არ ველოდით და ძალიან გაგვიხარდა" - თქვა ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის გამარჯვებულმა მოსწავლემ ირაკლი კაპანაძემ. 

პროექტი განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით. ის მიზნად ისახავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 88 პროექტმა და ჩართული იყო 9 რეგიონი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary