ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია Global threat of terrorism - Israeli perspective გაიმართა.
ლექცია ჩაატარა ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა.
ლექციის მიმდინარებისას ელჩმა ისაუბრა გლობალურ ტერორიზმზე მსოფლიოში, გამოხატა ისრაელის პოზიცია და განიხილა მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა ტერორისტული აქტი.
ლექციას ესწრებოდა ილიას სახელმწიფოს რექტორი გიგა ზედანია.
ერთ-ერთმა დამსწრემ ნათია გიორგაძემ განაცხადა: ,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. საინტერესო იყო ისრაელის ელჩის ხედვა მსოფლიოში ტერორიზმის შესახებ. აქტუალური თემაა საფრანგეთში მომხდარი ფაქტის შემდეგ".
შეხვედრა ინგლისურ ენაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.