სამოქალაქო აქტივიზმი და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში
13 თებერვალი, 2015
სამოქალაქო აქტივიზმი და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის" ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - "სამოქალაქო აქტივიზმი და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში".

შეხვედრის ხელმძღვანელი იყო ანა სარალიძე: ,,დღევანდელი თემა იქნება სამოქალაქო აქტივიზმი და ზოგადი მდგომარეობა საქართველოში. ჩვენ გამოვაცხადეთ ესსეების კონკურსი სახელწოდებით - ,,სამოქალაქო აქტივიზმი". მონაწილეებმა საკმაოდ საინტერესო ესსეები შემოგვთავაზეს. დღეს გავარკვევთ, თუ ვინ იქნება გამარჯვებული. სულ ორი გამარჯვებული გამოვლინდება". 

ღონისძიებაზე მიწვეული იყო ჟურნალისტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაია ტორაძე, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე - სამოქალაქო აქტივიზმი და ჟურნალისტიკა. მან განიხილა საკითხი, თუ რამდენად შეიძლება შეერწყას ერთმანეთს სამოქალაქო აქტივიზმი და ჟურნალისტიკა: ,,არის ორი მიმართულება: სამოქალაქო ჟურნალისტიკა და ის, რაც ჩვენი საუბრის თემაა დღეს. ეს არის: ჟურნალისტიკა და სამოქალაქო აქტივიზმი. დღემდე არ არის ისეთი კანონი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ჟურნალისტი. ჟურნალისტის მოვალეობაა საზოგადოების ინფორმირება. ჟურნალისტის ქმედებაში ყოველთვის უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი". პროფესორმა ერთი საინტერესო მაგალითი მოიყვანა: ,,სააგენტო "როიტერმა" გადაწყვიტა, ჟურნალისტების ჯგუფი გაეგზავნა ჩრდილოეთ ირლანდიაში იქ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად. როცა ვეკითხები სტუდენტებს: ,,შენი აზრით, რა ნიშნით შეარჩევდნენ ისინი ჟურნალისტებს?" ნაწილი ამბობს: ,,წარმოშობით ირლანდიელს, იმიტომ რომ იქაურია და უფრო გაიხსნება საზოგადოება", ზოგიც კი ამბობს, რომ ისლამური აღმსარებლობის ჟურნალისტს. "როიტერს" კი ამ ყველაფრის შესახებ არ უფიქრია, რადგან ჟურნალისტს არ განასხვავებენ: აღმსარებლობით, ეროვნებით და ა.შ".

ღონისძიებაზე დიდი დისკუსია გაიმართა იმის შესახებ, თუ რამდენად არსებობს სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში. ყველა მსურველს ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა ესსეების კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვება. პირველ ადგილზე გასულმა ესსეს ავტორმა მიიღო 100-ლარიანი ვაუჩერი წიგნების მაღაზიაში, ხოლო მეორე ადგილზე გასულს გადაეცა 50-ლარიანი ვაუჩერი. მონაწილეები კი სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary