საქველმოქმედო კლუბი ,,Csmart’’
16 თებერვალი, 2015
კავკასიის უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქველმოქმედო კლუბის ჩამოყალიბების შესახებ.

შეხვედრაზე დასწრება ყველას შეეძლო, ვისაც სურვილი ჰქონდა, დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს, ისინი, ვინც  შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებულები არიან (ცეკვა, სიმღერა, ხატვა, მხატვრული კითხვა) ან უყვართ ხელოვნება. 

ჩვენთან საუბრისას კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ ანა არველაძემ განაცხადა:

,,Csmart" არის საქველმოქმედო კლუბი, რომელიც აერთიანებს შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებულ ადამიანებს, ან უბრალოდ მათ, ვისაც ხელოვნება უყვართ და ეხერხებათ: სიმღერა ცეკვა, ხატვა, მხატვრული კითხვა და ა.შ ჩვენ ამ ადამიანებს გავაერთიანებთ. გავმართავთ წარმოდგენებს და შემოსული თანხით დავეხმარებით გაჭირვებულებს, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: ჩვენი ფეისბუკის გვერდზე ,,კავკასიის მედიის სკოლის თვითმმართველობა", ან -  პირადად". 

ანა არველაძემ გაიხსენა ის ფაქტი, როდესაც ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი დაინახა, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა მას სურვილი, დახმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და გადაწყვიტა,  თანამოაზრეებთან ერთად შეექმნა საქველმოქმედო კლუბი.

შეხვედრისას ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრა კიდევ გაიმართება: "ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ და დავეხმაროთ სხვებს".




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary