ილიაუნის თეატრში ახალი თეატრალიზებული კონცერტის "მუსიკალური ექსპრესი" ჩვენება გაიმართა.
წარმოდგენაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
სცენარი საქართველოსთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას აერთიანებს თავიანთი ტრადიციებითა და მახასიათებლებით.
თეატრალიზებული კონცერტის დაწყებამდე რეჟისორმა ოთარ ეგაძემ მცირე შესავალი გააკეთა და გააცნო მაყურებელს მზადების პროცესი, რამაც ძალიან კარგი და მხიარული განწყობა შეუქმნა აუდიტორიას.
"ეს ჩვენი ახალი წამოწყებაა, დღევანდელ წარმოდგენაში შეიძლება იყოს მცირე ხარვეზები, იმედი გვაქვს ამ ყველაფერს მაყურებელი გაგებით მოეკიდება და არ დაგვძრახავს. მსახიობებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა მაყურებელი კმაყოფილი დარჩეს დღევანდელი ჩვენებით. შეგახსენებთ, რომ ეს თეატრალიზებული კონცერტი "არიქა დო ვარიქას" წარმატების შემდეგ შეიქმნა. იმედია "მუსიკალური ექსპრესიც" ასეთივე წარმატებული იქნება" - აღნიშნა რეჟისორმა ოთარ ეგაძემ.