საქველმოქმედო კონცერტი ილიაუნიში
16 თებერვალი, 2015
საქველმოქმედო კონცერტი ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ახალგაზრდა მომღერლებმა მიიღეს. კონცერტს დამწყები მსახიობი ბუბა მათნაძე უძღვებოდა. საღამოს ორგანიზება ილიაუნის თვითმმართველობამ და სტუდენტურმა მოძრაობამ "ანტიპოდებმა" გაუწიეს. მას 100–მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. 

"ჩვენი მიზანია საქველმოქმედო საღამოს მეშვეობით დავეხმაროთ სიმსივნით დაავადებულ გოგონას, მერი ნადირაშვილს და ამით დავამტკიცოთ, რომ ერთიან საზოგადოებრივ ძალას ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლია" – გვითხრეს ილიაუნის თვითმმართველობაში.

"გულახდილად რომ გითხრათ, არ ვფლობ ინფორმაციას, ვის დასახმარებლად ტარდება კონცერტი. ილიაუნის თვითმმართველობასთან აქამდე შეხება არ მქონია, თუმცა, ზოგადად, ვიღებ ხოლმე საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობას, როცა ამის დრო მაქვს" – აღნიშნა კონცერტის მონაწილემ თამუნა შავერდაშვილმა.

კონცერტმა დამსწრე აუდიტორიისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
"ჯერ აბიტურიენტი ვარ და ვფიქრობ, ილიაუნიში ჩავაბარებ. როგორც ვხვდები, აქ ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება აქვთ. დღევანდელი კონცერტი, პირველ რიგში, მიზნიდან გამომდინარე მომეწონა. გარდა ამისა, გემოვნებიანი მუსიკითაც ვისიამოვნე" - აღნიშნა დამსწრემ ნიკა მანაგაძემ.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary