ჯგუფური გამოფენა “სუბიექტური სივრცე”
20 თებერვალი, 2015
ჯგუფური გამოფენა “სუბიექტური სივრცე” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გალერეაში "ვანდა" ჯგუფური გამოფენა გაიხსნა, რომელსაც "სუბიექტური სივრცე" უწოდეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 40 ნახატი, რომლებიც მხატვრის შინაგან სამყაროს გამოხატავდნენ. გამოყენებული იყო ურბანუსტული თემატიკა, აბსტრაქციები. 

ერთ-ერთი ორგანიზატორის, ალექსანდრე მუჯირის თქმით, "შარშან დეკემბრის თვეში ჩვენი გალერიის 20 წლის დაარსების იუბილე ვიზეიმეთ. საერთოდ, ჩვენ გამოფენებს ორ კვირაში ერთხელ ვაკეთებთ, თუმცა, გვქონდა ერთთვიანი შესვენება, დავისვენეთ, დავასვენეთ ჩვენი მხატვრებიც და ახლა გავხსენით ამ წლის სეზონი. გვინდოდა, გვეჩვენებინა ჯგუფური გამოფენა, სადაც მხატვრები თავიანთ ინდივიადუალურ, პერსონალურ სამყაროს აჩვენებდნენ. ჩვენ ვეცადეთ, მაქსიმალურად გვეჩვენებინა გარე და შინაგანი სამყაროს შერწყმა".

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მხატვრების ნამუშევრები: ვახტანგ ბუღაძე, თედო რეხვიაშვილი, უშანგი ხუმარაშვილი, გელა ზაუტაშვილი, ლევან მინდიაშვილი, ანდრია დოლიძე, თამარ ჩხიკვაძე.

"ამ გამოფენაზე ჩემი 2 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოვიყენე აბსტრაქცია, სადაც გამოყენებული მაქვს დიდი სივრცე, მისტიური დეტალებით. შესრულებულია აკრილში და მივიჩნევ, რომ ახალი ეტაპია ჩემს შემოქმედებაში. გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები თითოეული მხატვრის შინაგან სამყაროსა და მის სუბიექტურ მხარეს წარმოაჩენს, სწორედ სათაურშიც მოიყარა ამ ერთობლიობამ" - გვითხრა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა.

გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა.
"საერთოდ მიყვარს არამარტო გამოფენები, არამედ, ზოგადად, ხელოვნება. დიდ პატივს ვცემ მხატვრობას. ძალიან მაინტერესებს ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები, ამიტომაც გადავწყვიტე მოსვლა. ძალიან მომეწონა უშანგი ხუმარაშვილის ნახატი "ფიგურა", რომელიც ძალიან ჩემებურია" - აღნიშნა დამთვალიერებელმა თამარ ლაბუჩიძემ.

გამოფენა გაგრძელდება ორ კვირას, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა. გალერეა ღიაა ყოველდღე 12:00-დან 19:00 საათამდე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary