სპექტაკლი უსინათლო ახალგაზრდების მონაწილეობით
28 ივნისი, 2013
სპექტაკლი უსინათლო ახალგაზრდების მონაწილეობით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით თეატრში ათონელზე სპექტაკლი გაიმართა სახელწოდებით "იხსენით ჩვენი სულები".
პიესა აფხაზეთის ომის თემატიკაზეა. ის მოგვითხრობს სოხუმის თეატრში მოღვაწე მსახიობ ქალზე, რომელსაც აფხაზეთის ომი შეხო. მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო გარშემო არსებულ რეალობას.

"სპექტაკლი ძალიან საინტერესო და მძიმე იყო, მსახიობებმა არაჩვეულებრივად ითამაშეს და მაყურებლამდე მიიტანეს ყველა ემოცია, განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ ირმა ჩიხლაძის შესრულებლით. სპექტაკლი ძალიან ემოციური იყო და, რა თქმა უნდა, ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია" - აღნიშნა მარინა ჯანიშვილმა.

სპექტაკლის რეჟისორები იყვნენ ზურაბ კანდელაკი და ალექსანდრე ლაბაძე. მასში უსინათლო არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობდნენ.

"სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და დაფინანსებით შედგა ეს პროექტი, ანუ მოგვეცა საშუალება, დაგვედგა სპექტაკლი. ასეთი შემთხვევა იყო 90-იანი წლების ბოლოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ფინანსების არქონის გამო პროექტი ვეღარ გაგრძელდა" - განაცხადა მსახიობმა ირმა ჩიხლაძემ.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ირმა ჩიხლაძე, რევაზ ტატალაშვილი, დათო ყვირილიანი, ამირან ღოღაძე, სურენ მანუკიანი, ლელა წიკლაური, 202-ე სკოლის მოსწავლეები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary