დაფუძნდება მოძრაობა ,,ერთიანი კავკასია’’
23 თებერვალი, 2015
 დაფუძნდება  მოძრაობა ,,ერთიანი კავკასია’’  ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინგუში და ჩეჩენი ხალხის დეპორტაციის 71 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

საღამოს ესწრებოდნენ: ინგუშეთიდან, ჩეჩნეთიდან და პანკისიდან ჩამოსული სტუმრები. საღამო დაიწყო დეპორტაციისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებით. ორგანიზატორები იყვნენ: გელანი ხალუხაევი, მექა ხანგოშვილი და ამირან არაბული.
1944 წლის თებერვალში რუსებმა ინგუში და ჩეჩენი ხალხის გენოციდი დაიწყეს, რასაც მოჰყვა ინგუშებისა და ჩეჩნების გადასახლება. ეს დღე კავკასიელი ხალხის ისტორიაში მეტად მძიმეა.

ღონისძიების წამყვანი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი მექა ხანგოშვილი, მისი თქმით: ,,გენოციდი ინგუშებსა და ჩეჩნებზე დღემდე გრძელდება. 6:30 საათზე პარლამენტთან უნდა ვიყოთ, რათა სანთლები დავანთოთ. 20 წელია ეს დღე აღინიშნება. სანთლების დანთება ჩვენი პატრიარქის სურვილია".

მექა ხანგოშვილმა ისაუბრა ქართველი ხალხის თანადგომაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები ინგუშეთიდან და ეს ფაქტი ორგანიზატორმა ასე შეაფასა: ,,მნიშვნელოვანია მათი აქ ყოფნა. აქ უხუცესებიც არიან პანკისის ხეობიდან. ძალიან მძიმე ტრაგედიაზე მომიწევს საუბარი. როცა დეპორტირების შესახებ გაიგეს, თან ვერაფრის წაღება მოასწრეს. ისინი ღირსებას შეეწირნენ".

სიტყვით გამოვიდა ჯოყოლა ჩეგიანი, რომელსაც მამამ დაუბარა, რომ თუ კავკასიელების გაერთიანების საქმეში ერთ აგურს არ მიამატებდა, მაშინ საიქიოშიც არ დამენახო-ო. ჯოყოლა ჩეგიანმა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსით დაიწყო გამოსვლა. მან ახალი მოძრაობის დაფუძნების შესახებაც გვითხრა: ,,დაფუძნდება მოძრაობა ,,ერთიანი კავკასია". მას ჯოყოლა ჩეგიანი პირადად უხელმძღვანელებს.

პროფესორმა ზვიად კვიციანმა კავკასიელი ხალხის საერთო გენებზე ისაუბრა: ,,ერთი მოდგმისანი ვართ. დეპორტირებულები იყვნენ ჩვენი ძმები. დროა ღიად და თამამად ვისაუბროთ კავკასიის ცივილიზაციაზე".

ემოციური იყო ერეკლე საღლიანის გამოსვლა: ,,ესაა ნიმუში ჩვენი სიმტკიცისა. მინდა გესაუბროთ კავკასიურ ეთიკაზე. ამას ვეც ამერიკა, ვერც აზია და ვერც ევროპა იგებს. რა მოხდა, როცა ვაინახები გადაასახლეს და ქართველები დაასახლეს მათ ადგილზე? - ქართველი კაცი მიხვდა, რომ მაცხოვრებელმა დატოვა კერის სითბო. ეს კერის სითბო აცოცხლებდა მას".

ღონისძიებაზე გაიმართა  გაბრიელ ჯაბუშანურის წიგნის - ,,ჰოი ღილღოს დაღრუბლულო ცაო" პრეზენტაცია. ამ წიგნში აღწერილია ინგუშებისა და ჩეჩნების ცხოვრება და ისტორია მათზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary