სანახევროდ აღდგენილი სამართალი სტალინიზმის შესახებ
29 ივნისი, 2013
ახალგაზრდა სოციალისტთა ორგანიზებით საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - "სანახევროდ აღდგენილი სამართალი სტალინიზმის შემდეგ".
ამ საკითხზე სასაუბროდ მიწვეული იყო ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი. მან ისაუბრა ზოგადად საბჭოთა კავშირში არსებულ სისტემაზე, სტალინის ეპოქასა და მისი გარდაცვალების შემდეგ "აღდგენილ სამართლიანობაზე". მისი განცხადებით, დღემდე არ არის გამოძიებული ძალიან ბევრი საქმე. "იმ წლებში ბრალდებულ ადამიანთა უმრავლესობა გადაასახლეს, თუმცა, გადასახლებიდან დაბრუნების შედეგ ისინი კვლავ პარტიის თანამშრომლები გახდნენ, რეჟიმმა მათზე უარი ვერ თქვა" - აღნიშნა ისტორიკოსმა.

ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, გაივლო პარალელები თანამედროვე სამართლებრივ პროცესებთან და აღინიშნა, რომ ამ ეპოქის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი განვითარებისთვის. როგორც ერთ–ერთმა ორგანიზატორმა სალომე ადამიამ განაცხადა, სტალინური პერიოდის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია - "ასეთი დისკუსიის მიზანია, კარგად გავიაზროთ წარსული, რათა აწმყოში სწორი ნაბიჯები გადავდგათ და მომავალში უკეთესი რეალობა დადგეს. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დამუშავებული ინფორმაცია მივიღოთ ბატონი დავითისგან, რომელმაც დიდი დრო და ენერგია მოანდომა სტალინური პერიოდის კლევას". მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზებით კიდევ გაიმართება, ხოლო თემები აქტუალობის მიხედვით შეირჩევა.
ანა ფირცხალავამ, რომელიც დისკუსიის ერთ–ერთი მონაწილე იყო, აღნიშნა, რომ ჩვენი უახლოესი წარსულის გააზრება აუცილებელია - "ჩვენ უნდა გავიაზროთ ეს ეპოქა, დავსვათ კითხვები, ვიმსჯელოთ ამის შესახებ, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary