სახელმწიფო უნივერსიტეტების შესაძლებლობა გაძლიერდება
25 თებერვალი, 2015
 სახელმწიფო  უნივერსიტეტების  შესაძლებლობა  გაძლიერდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრიფესორებთან შეხვედრა გამართეს.


პროფესორები იმყოფებოდნენ სან დიეგოს უნივერსიტეტში აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსების ფარგლებში. ისინი ადგილზე გაეცნენ ამერიკულ სასწავლო პროგრამებს, ეწვივნენ საინჟინრო და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს და ამერიკელ კოლეგებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.


,,სან დიეგოს უნივერსიტეტში სიახლეებს ეფექტურად იყენებენ ლექციის პროცესში. ლექტორები დასწრების ქულას არ წერენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს განსაკუთრებულ პირობებს უქმნიან. გარემო ადაპტირებულია. სან დიეგოს უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტებს მასალის პრაქტიკულ გამოყენებას ასწავლიან. სტუდენტები მუდმივად ფორმაში არიან, რადგან ყოველ კვირას აქვთ ,,ქვიზები" - განაცხადა სტუ-ს დოქტორანტმა გიორგი ჭელიძემ.


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორების ვიზიტი 2014 წლის ზაფხულიდან დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს: ამერიკელი კოლეგების გაცნობას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებთან ხელმისაწვდომობას, რომელიც დაინერგა საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების განსახორციელებლად.


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა საქართველოში 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყება. პროგრამებში ჩართულ სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ, როგორც ამერიკელი, ასევე ადგილობრივი პროფესორები. აღნიშნული უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა კვლევით უნივერსიტეტებს შორის. დასახელებულია, როგორც ინოვაციების დამნერგავი სასწავლებელი ამერიკაში.


აღნიშნული პროგრამა ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში. გამოყოფილია 140 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც უმაღლესი განათლებისთვის განკუთვნილია 30 მილიონი აშშ დოლარი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary