„პოლიტიკის სკოლაში“ სწავლა დაიწყო
28 თებერვალი, 2015
„პოლიტიკის სკოლაში“ სწავლა დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში "პოლიტიკის სკოლის" პირველი ინტერაქციული ხასიათის ლექცია გაიმართა.

მომხსენებელი ფილოსოფოსი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო. იგი მრავალ თემას შეეხო. მათ შორის სახელმწიფოებრიობაზე, კეთილდღეობის დამყარების საშუალებებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. აგრეთვე, ყურადღება კორუფციაზე, როგორც განვითარების შემაფერხებელ ფაქტორზე გაამახვილა:

"კორუფცია ხშირად ჰგონიათ ის, რომ ვიღაც ქრთამს იღებს. რეალურად კი ბევრად უფრო ღრმა პრობლემაა. იგი ნიშნავს კანონის უზენაესობის დარღვევას. ეს კი ასუსტებს სახელმწიფოს ყველა უნარს. აგრეთვე, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს რიყავს კეთილდღეობის მიღწევის პროცესიდან, მისი დამარცხება უდიდესი გამოწვევაა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში" – თქვა მან.

"პოლიტიკის სკოლა" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბმა" დააარსა. როგორც მისმა წარმომადგენელმა ლაშა ფარულავამ აღნიშნა, პროექტის მიზანია, პოლიტიკით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია გამოცდილი ადამიანებისგან. სკოლის ფარგლებში იგეგმება პოლიტიკური კლუბის შექმნა, რომლის წევრებიც პოლიტიკურ პროცესებში შეძლებისდაგვარად მიიღებენ მონაწილეობას. 

"პოლიტიკის სკოლაში" 40 მონაწილე რეზიუმესა და გასაუბრების მიხედვით შეირჩა. 4 კვირის განმავლობაში ისინი უფასოდ მოისმენენ საინტერესო ლექციებსა და თავადაც აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში. 

"პოლიტიკის სკოლის შესახებ "ფეისბუკიდან" შევიტყვე. ვფიქრობ, მომავალი პოლიტილოგისთვის ბევრისმომცემი იქნება. დღევანდელი ლექციით ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც ვვარაუდობდი, ბატონი ზურაბი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. ჩემთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი. მიხარია, რომ მონაწილეთა შორის შემარჩიეს" – გვითხრა პროექტის მონაწილემ თეონა მელაშვილმა. 



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary