სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გრანტები
04 მარტი, 2015
სპორტისა  და  ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს  გრანტები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში კონფერენცია გაიმართა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა 2015 წლის პირველი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ადგილზევე მიეღოთ ინფორმაცია. კონფერენციაზე სიტვით გამოვიდნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი.

,,მნიშვნელოვანია ამ პროექტის დაწყება. გვინდა, იყოს თქვენი ჩართულობა და ჩვენგან უფრო მეტი ინიციატივა მომავალში. ფინანსები მწირია, მაგრამ ამითაც შეიძლება სხვადასხვა იდეის განხორციელება. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების რეგიონებში დასაქმებას. პირდაპირი ბენეფიციარი დაახლოებით 20 000-ია. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთოს ამ პროექტში" - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა აღნიშნა: ,,4-დან 19 მარტის ჩათვლით შეუძლიათ პროექტის წარდგენა ორგანიზაციებს. გასულ წელს 56 პროექტი დაფინანსდა. მინდა გამოვყო 4 ძირითადი პრიორიტეტი ამ პროექტებისთვის: დასაქმების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ინოვაციებისა და გამოგონებების ხელშეწყობა. ამჟამად ვფიქრობთ, რომ ტრენინგების დანიშვნაა აუცილებელი. ფონდი შექმნილია 1999 წლის კანონის საფუძველზე".

დამსწრე საზოგადოებას აინტერესებდა პასუხი შემდეგ კითხვაზე: ,,არის თუ არა რაიმე შეზღუდვა უკვე დაფინანსებულებზე?" - როგორც აღნიშნეს, მსგავსი შეზღუდვა არ არის.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა ვიდეოგზამკვლევის დემონსტრირება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary